LIVE

პანდემიის მწვავე ფაზა სრულდება - სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევა

08 იან 202210:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1002
პანდემიის მწვავე ფაზა სრულდება - სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევა
REUTERS/Jeenah Moon

ომიკრონის გავრცელების კერაში, სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის მწვავე ფაზა შესაძლოა დასასრულს უახლოვდებოდეს.

ინფექციის ბოლო ტალღა მოძრაობს “უპრეცედენტო სისწრაფით” და იწვევს ავადობის ბევრად უფრო მსუბუქ მიმდინარეობას, ვიდრე ადრინდელი შტამები. კვლევა სამხრეთ აფრიკის ქალაქის დიდ საავადმყოფოში, Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში ჩატარდა. სწორედ ამ ჰოსპიტალში აღმოაჩინეს პირველად ომიკრონის ვარიანტი. 

“თუ ქცევის ეს მოდელი გაგრძელდება და გლობალურად განმეორდება, სავარაუდოდ დავინახავთ შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების სრულ განცალკევებას. ომიკრონი შეიძლება იყოს პანდემიის ეპიდემიური ფაზის დასასრულის წინამძღვარი, რომელიც მის ენდემურ ფაზას დაიწყებს”, - განაცხადეს მკვლევრებმა. 

სტივ ბიკოს აკადემიურ ჰოსპიტალში ჩატარებული კვლევის ფარგლებში 466 პაციენტის ჩანაწერები გააანალიზე მიმდინარე ტალღიდან და 3976 პაციენტის - ინფექციის წინა ეპიზოდებიდან. 

კვლევამ ასევე აჩვენა რამდენიმე ძირითადი ტენდენცია:

  • საავადმყოფოში დაყოვნების საშუალო ხანგრძლივობაა 4 დღეა, წინა ტალღების 8,8 დღისგან განსხვავებით;
  • ჰოსპიტალში მყოფთა საშუალო ასაკი 39 წელია, წინა ტალღების დროს - 50;
  • ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოხვედრა 4,3%-დან პაციენტების 1%-მდე შემცირდა;
  • ჰოსპიტალიზაციის მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 108, დელტა ვარიანტის ტალღის დროს დაფიქსირებულ 213-თან შედარებით;

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენტონი სგუაზინი