LIVE

ფრანგმა დეპუტატებმა ვაქცინის შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს

06 იან 202216:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 586
ფრანგმა დეპუტატებმა ვაქცინის შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს
AP Photo/Francois Mori

ფრანგმა დეპუტატებმა დაამტკიცეს კანონპროექტი COVID-19-ის ჯანმრთელობის საშვის ვაქცინის პასპორტით ჩანაცვლების შესახებ. ახლა პროექტს სენატი განიხილავს და სავარაუდოდ თვის მეორე ნახევარში ამოქმედდება.

კანონის ამოქმედების შემდეგ, 12 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს ვაქცინაციის სტატუსის დამოწმება მოუწევთ, რათა ისარგებლონ რესტორნებისა და ბარების, ბაზრობების ან რეგიონთაშორისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებით.

PCR ტესტის ნეგატიური პასუხი აღარ იქნება საკმარისი, გარდა სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტისა. პარლამენტარებმა უარი თქვეს 12-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინის საშვის სავალდებულოობაზე სასკოლო გასეირნებისა და კლასგარეშე აქტივობებისთვის.