LIVE

Porsche Carrera GT ონლაინ აუქციონზე რეკორდულ $1,9 მილიონად გაიყიდა

06 იან 202212:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1302
Porsche Carrera GT ონლაინ აუქციონზე რეკორდულ $1,9 მილიონად გაიყიდა
Bloomberg

2005 წლის Porsche Carrera GT აუქციონის პლატფორმაზე $1,9 მილიონად გაიყიდა. ავტომობილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ყველაზე ძვირადღირებული V10 სუპერქარი გახდა, რომელიც აუქციონზე გაყიდულა.

Porsche Carrera ასევე ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია, რომელიც აუქციონის პლატფორმაზე, Bring a Trailer-ზე გაიყიდა. მეორე ყველაზე ძვირადღირებული მოდელი, რომელიც BAT-ზე გაიყიდა, 1961 წლის Mercedes-Benz 300SL Roadster-ი იყო. მასში გასული წლის ივლისში $1.4 მილიონი გადაიხადეს.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილის გაყიდვა წინა მსოფლიო რეკორდსმენის Carrera GT-ის გაყიდვას მოსდევს, რომელიც გასული წლის სექტემბერში $1,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

„მძღოლზე ორიენტირებული ანალოგი ეგზოტიკური მანქანები ყველგან უფრო მოთხოვნადია, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა სადაზღვევო კომპანია Hagerty-ის წარმომადგენელმა, ენდრიუ ნიუტონმა ბოლოდროინდელი გაყიდვების ახსნის მიზნით.

Carrera GT-ის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა ბოლო წლებში. ყველაზე მაღალმა ღირებულებამ 2019 და 2020 წლებში $900,000 შეადგინა. Hagerty 2005 წლის Carrera GT-ის ამჟამინდელ საშუალო ღირებულებას $1 მილიონად აფასებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰანა ელიოტი