LIVE

Sony-მ შემდეგი თაობის ვირტუალური რეალობის ყურსასმენი წარადგინა

05 იან 202216:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 773
Sony-მ შემდეგი თაობის ვირტუალური რეალობის ყურსასმენი წარადგინა

Sony-მ მისი შემდეგი თაობის ვირტუალური რეალობის ყურსასმენებისთვის ექსკლუზიური თამაში დააანონსა. PSVR2, სავარაუდოდ, მეტავერსის გარშემო აჟიოტაჟის გაძლიერების ფონზე, პლატფორმის მიმზიდველობას გაზრდის.

იაპონურმა გართობისა და ელექტრონიკის გიგანტმა წარადგინა თიზერ-ვიდეო Horizon ფრენჩაიზის შემდეგი თამაშისთვის, PlayStation VR2 განახლებული ყურსასმენით და VR2 Sense კონტროლერები. ახალი აპარატურა მიზნად ისახავს უფრო მძაფრ ინტეგრირებას ვირტუალურ სამყაროსთან და შეიძლება პოპულარული გზა გახდეს მეტავერსის შეთავაზებებთან დასაკავშირებლად.

Sony-ის შემდეგი თაობის სადენიანი სათამაშო სათვალეებს კი, რომლებიც PlayStation 5-ის კონსოლზე ერთდება, OLED პანელები ექნება გაზრდილი გარჩევადობით და მაქსიმალური განახლების სიხშირით. კომპანიამ არ დააკონკრეტა ყურსასმენის ფასი და გამოშვების თარიღი.

ორიგინალური PlayStation VR ყურსასმენი 2016 წელს გამოვიდა, როგორც PlayStation 4-ის პერიფერიული მოწყობილობა და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი გახდა თავის კატეგორიაში.

Sony ემზადება, რომ მომავალი PlayStation VR უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. მეტავერსის კონცეფციების ირგვლივ მზარდი ენთუზიაზმი, რომელიც თამაშების მიღმა იმერსიულ გამოცდილებაზე ზრდის მოთხოვნას, შესაძლოა კომპანიას პროდუქტის მიმართ ინტერესის გაღვივებაში დაეხმაროს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტაკაში მოჩიზუკი