LIVE

ტოკიოს თევზის ბაზრობაზე 211 კილოგრამიანი თინუსი $145,290 დოლარად გაიყიდა

05 იან 202212:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1995
ტოკიოს თევზის ბაზრობაზე 211 კილოგრამიანი თინუსი $145,290 დოლარად გაიყიდა
Bloomberg

ტოკიოს თევზის ბაზრობაზე გიგანტური ცისფერი თინუსი მესამე წელია იაფად იყიდება.

211 კილოგრამიანი თინუსი, რომელიც ჩრდილოეთ იაპონიაში დაიჭირეს, $145,290 დოლარად გაიყიდა. როგორც Onodera Food Service-ის წარმომადგენელი იტყობინება, იაპონური საბითუმო მოვაჭრე Yamayuki Michelin-ის ვარსკვლავიანი სუშის ქსელის ოპერატორთან Onodera Group-თან გაერთიანდა და აუქციონში გაიმარჯვა.

საახალწლო აუქციონზე ცისფერი თინუსის ფასი კიდევ უფრო დაბალი იყო ერთი წლის წინ, როდესაც მისი ღირებულება მნიშვნელოვნად დაეცა კორონავირუსული ინფექციების გავრცელების გამო. წინა წლებში თინუსის ფასი კონკურენციის გაძლიერების გამო გაიზარდა. იაპონურმა სუშის ქსელმა Kiyomura-მ, რომელსაც თვითგამოცხადებული "თინუსის მეფე" კიოში კიმურა ხელმძღვანელობს, 2019 წელს გიგანტურ თინუსში რეკორდული $3 მილიონი გადაიხადა.

Onodera Food Service-ის თანახმად, გამარჯვებულ თინუსს Ginza Onodera-ში, ტოკიოს სავაჭრო უბანში გაჭრიან. მას Onodera-ს 12 სუშის რესტორანში მთელს მსოფლიოში მიირთმევენ, მათ შორის ნიუ-იორკსა და შანხაიში

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მასუმი შუგა