LIVE

გერმანიაში უმუშევრობა მცირდება

04 იან 202217:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 1232
გერმანიაში უმუშევრობა მცირდება
Bloomberg

ომიკრონის გავრცელების და პანდემიური შეზღუდვების გამკაცრების მიუხედავად, გერმანიის დასაქმების ბაზარი აღდგენას აგრძელებს.

ევროპის უდიდეს ეკონომიკაში უმუშევრობა 23 000-ით შემცირდა, რაც ეკონომისტების პროგნოზს აჭარბებს. ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 5,2%-მდე ჩამოვიდა.

ზაფხულის ძლიერი აღდგენის შემდეგ, ბიზნესი გერმანიაში მიწოდების შეფერხებების და ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების გამო შეფერხდა. Bundesbank-ის განცხადებით ეკონომიკა ბოლო კვარტალში შეკუმშვამდე შესაძლოა, ეპიდემიამ მიიყვანა, რადგან ვირუსმა მნიშვნელოვნად შეზღუდა აქტივობა მომსახურების ზოგიერთ სექტორში.

გერმანული ქარხნები უკვე განიცდიდნენ მიწოდების პრობლემებს გასული წლის დიდი ნაწილის განმავლობაში, რამაც ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა შეაფერხა და ფასების რეკორდულ ზრდას შეუწყო ხელი.

ქვეყანაში ინფლაციამ ნოემბერში 6%-ს მიაღწია. თუმცა, მიმდინარე კვირაში ახალი მაჩვენებლები შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ფასებზე ზეწოლა სავარაუდოდ შემცირდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ ვებერი