LIVE

ევროპაში გაზის ფასი კვლავ იზრდება

04 იან 202214:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 614
ევროპაში გაზის ფასი კვლავ იზრდება
Alessia Pierdomenico/Bloomberg

ბუნებრივი აირის ფასმა ევროპაში ცხრადღიანი ვარდნა დაასრულა და კვლავ გაიზარდა. რუსეთიდან სუსტმა ნაკადებმა ზამთრის თვეებთან გამკლავების შესაძლებლობის შესახებ გაურკვევლობა გაამძაფრა.

გაზის საორიენტაციო ფასი მომდევნო თვისთვის 20%-ით გაიზარდა. რუსეთი აუქციონებზე თავს არიდებს მილსადენის სივრცის დაჯავშნას დასავლეთ ევროპაში გაზის მიწოდებისთვის. გარდა ამისა, პერსპექტივა, რომ აზიაში მზარდმა მოთხოვნამ შეიძლება მიიზიდოს LNG ტვირთები რეგიონში, რის შედეგადაც ევროპაში ისევ ამოიწურება საწვავი, კიდევ უფრო ამძაფრებს შეშფოთებას.

ევროპული გაზი კვლავ უაღრესად არასტაბილურია. ფასები შობამდე რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა რუსული ნაკადების შემცირების ფონზე, შემდეგ მკვეთრად დაეცა, რადგან ამერიკული ტანკერები რუსეთისკენ დაიძრნენ, რამაც ბაზრებს მცირე შვება მოუტანა.

Gazprom-ი ევროკავშირს უგზავნის ზუსტად იმდენ გაზს, რამდენიც მას გრძელვადიანი კონტრაქტები ავალდებულებს. ამასთან, იამალი-ევროპის მარშრუტით გერმანიაში გაზის მიწოდება 14 დღით შეჩერებულია.

გასულ წელს გასამმაგების შემდეგ ფასები ჩვეულებრივზე ბევრად მაღალი რჩება. ამან გამოიწვია ინფლაცია, აიძულა ინდუსტრია შეემცირებინა წარმოება და ელექტროენერგიის მიმწოდებლების კოლაფსი გამოიწვია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვანესა დეზემი