LIVE

კრემლი: პუტინი ჯო ბაიდენთან დიალოგით კმაყოფილია

31 დეკ 202111:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1066
კრემლი: პუტინი ჯო ბაიდენთან დიალოგით კმაყოფილია
Bloomberg

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კმაყოფილია შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შედეგით, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ინვარში ევროპული უსაფრთხოების მოლაპარაკებების სამ რაუნდს.

“დღევანდელი საუბარი კარგი, კონსტრუქციული, გულწრფელი იყო და მეჩვენება, რომ ის კარგ, თუნდაც ძალიან კარგ საფუძველს იძლევა მოლაპარაკებების დასაწყებად”,- განაცხადა კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა, უშაკოვმა.

უშაკოვის თქმით, პუტინმა სანქციებით მუქარას “კოლოსალური შეცდომა” უწოდა, რომელსაც სერიოზული შედეგების გამოწვევა შეუძლია. ეს გავლენას მოახდენს მოლაპარაკებებზე შეიარაღების კონტროლზე, კიბერუსაფრთხოებაზე, კლიმატის ცვლილებებსა და სხვა თემებზე, რომელთა განხილვაც აშშ-ს სურს რუსეთთან.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ბაიდენმა პუტინს უკრაინის საზღვართან დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები “გადამწყვეტ რეაგირებს მოახდენენ”, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ ამ დიალოგში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა მხოლოდ დეესკალაციის და არა ესკალაციის გარემოში შეიძლება მოხდეს”,- განაცხადა ფსაკიმ.

ვლადიმერ პუტინი ნატოსგან ითხოვს ორ პირობას - ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში არ გაფართოვდება და უარს იტყვის უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმითი იარაღის განლაგებაზე.

იური უშაკოვის თქმით, ჯერ არ არის ნათელი, რა სახის კომპრომისის მიღწევა შეიძლება მოლაპარაკებებში.

“ჩვენთვის მთავარია არა კომპრომისი, არამედ უსაფრთხოების გარანტიების მიღება, რომელიც სასწრაფოდ გვჭირდება”,- განაცხადა უშაკოვმა.

აშშ-რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებები ჟენევაში 9 იანვარს დაიწყება. 13 იანვარს კი ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებამდე მოკავშირეებთან კონსულტაციებს გამართავს და მათ პუტინთან სატელეფონო საუბრის შედეგებს გააცნობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯენი ლეონარდი და ილია არხიპოვი