LIVE

Parler-ის და Amazon-ს თანამშრომლებს ემუქრებიან

17 იან 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 400
Parler-ის და Amazon-ს თანამშრომლებს ემუქრებიან
Gabby Jones/Bloomberg

Parler-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

”Parler- ის მრავალი თანამშრომელი განიცდის შევიწროებას”- თქვა მათზის ადვოკატმა Parler- ის სარჩელში, რომელიც Amazon Web Services- ს Parler- ისთვის სერვისი აღედგინას ისახავს მიზნად. აღმასრულებელმა დირექტორმა საფრთხეების წყარო არ დააკონკრეტა.

კვირის დასაწყისში Amazon-მაც განაცხადა, რომ მის თანამშრომლებს Parler-ის მომხმარებლები ემუქრებიან.

შეგახსენებთ, ჯონ მათზის სოციალური მედია პლატფორმა მცირე დროით დონალდ ტრამპის კონსერვატიული მომხრეების თავშესაფარი გახდა, მას შემდეგ, რაც Twitter- მა პრეზიდენტის ანგარიში გააუქმა. Parler  აღარ ფუნქციონირებს მას შემდეგ, რაც Apple - მა და Google- მა ის თავიანთი  სერვისებიდან წაიშალეს. Amazon- მა კი კომპანიას ვებ ჰოსტინგის სერვისი გამოურთო, იმ მოტივით, რომ ელექტრონული კომერციის გიგანტი კაპიტოლიუმის ბუნტში თამაშობდა როლს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოელ როზენბლატი