LIVE

ევროპაში ყველაზე მაღალი ხის ცათამბჯენი ბერლინში აშენდება

25 დეკ 202118:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 900
ევროპაში ყველაზე მაღალი ხის ცათამბჯენი ბერლინში აშენდება

ევროკომისია ხშირად ვერ აღვივებს ჩემს ესთეტიკურ წარმოსახვას. თუმცა, ეს მოხდა გასულ წელს, როდესაც პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მას „ახალი ევროპული ბაუჰაუსის“ გაცოცხლება სურდა.

ფონ დერ ლეიენმა ეს ფრაზა გამოიყენა, როგორც კულტურული ცვლილების სლოგანი, რომელიც თან ახლავს მის უდიდეს მიზანს: გახადოს ევროკავშირის კლიმატი ნეიტრალური 2050 წლისთვის. ეს წამოწყება გაცილებით მეტს მოითხოვს, ვიდრე ჩვენი ენერგეტიკული ინდუსტრიის რეფორმირებაა. ის ასევე ნიშნავს ჩვენი შენობების და ქალაქების ხელახლა წარმოდგენასაც.

ბაუჰაუსი ინტერდისციპლინარული დიზაინის სკოლა იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა პრინციპებით, რომ ფორმა უნდა შეესაბამებოდეს ფუნქციას და რომ ზედმეტად არაფერი უნდა დაიხარჯოს. სიტყვა ბაუჰაუსმა ვიზუალურად განსაზღვრა მოდერნიზმის მთელ ეპოქა: გლუვი, მარტივი და ყოველთვის ფუნქციონალური.

თუმცა, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს Bauhaus 2.0? ჩვენი ეპოქა, თუ ყველაფერი კარგად წავა, იმედია, არ იქნება დეინდუსტრიალიზაციის ეპოქა და, რა თქმა უნდა, არც დეურბანიზაციის. მაგრამ თუ ის „მწვანე“ იქნება, მაინც უნდა შეესაბამებოდეს ეკონომიკურ კეთილდღეობას ახალ ეკოლოგიურ ჰუმანიზმთან ერთად.

რა იმუშავებს, გასარკვევია. იდეები ახლა იბადება ევროპული ბაუჰაუსის ახალ მოძრაობაში. თუმცა, მისი ერთი კონკრეტული გამოვლინება, შეიძლება იყოს პროექტი, რომელიც ახლახან დამტკიცდა ბერლინში.

სახელწოდებით WoHo (Wohnhochhaus, ანუ "საცხოვრებელი კოშკი"), იქნება ხისგან დამზადებული ცათამბჯენი. ის იქნება ევროპაში ყველაზე მაღალი ხის კოშკი, 29 სართულით და 98 მეტრის სიმაღლის.

მაშინ, როცა ცემენტი და ფოლადი, სათბურის გაზების გამონაბოლქვის თვალსაზრისით, საწარმოებლად ყველაზე ჭუჭყიან მასალებს შორისაა, ხე ყველაზე სუფთა, მდგრადი და "მწვანეა".

თუმცა, WoHo "ახალი ბაუჰაუსის" ხედვას ამის მიღმაც განასახიერებს. თომას ბესტგენმა, პროექტის გერმანული დეველოპერის UTB-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შენობები უნდა იყოს მდგრადი არა მხოლოდ ეკოლოგიურად, არამედ სოციალურადაც. ისინი უნდა დაეხმარონ ჩვენი ქალაქების მიქსს- მდიდრებისა და ღარიბების, ბიზნესისა და ოჯახის, სამუშაოსა და კულტურის შერწყმას.

თუ გვსურს წარმატებას მივაღწიოთ გლობალური დათბობის შენელებაში, უნდა გადავიაზროთ ჩვენი შენობები, ქალაქები და საზოგადოებები. მაგრამ ამ ცვლილებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ ეს ყველაფერი მიმზიდველიც იქნება. როგორც WoHo-ს ერთ-ერთი დიზაინერი ჯონი კლოკი ამბობს, ყველაზე ეკოლოგიური, რაც შეგიძლია გააკეთო, არის ისეთი ლამაზი შენობის აშენება, რომლის დანგრევაც არავის სურს.

თუმცა, ამ ახალი და მწვანე ესთეტიკის განვითარებას ათწლეულები დასჭირდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდრეას კლუტი