LIVE

2021 წელს ყველაზე პოპულარული საიტი TikTok-ი იყო

23 დეკ 202116:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1046
2021 წელს ყველაზე პოპულარული საიტი TikTok-ი იყო

Cloudflare-ის მონაცემებით, 2021 წლის ყველაზე პოპულარული ვებგვერდი TikTok-ია. ვიზიტორების რიცხვით, მან გადაუსწრო Google-ს და გასული წლის მე-7 ან მე-8 ადგილის ნაცვლად, სიის სათავეში მოექცა.

კომპანიის განცხადებით, მთვლელი 2020 წლის სექტემბერში ამოქმედდა, შესაბამისად, გასული წლის მონაცემები მხოლოდ რამდენიმე თვის შედეგს ეყრდნობა, წლევანდელი რეიტინგი კი მთელი წლის მონაცემებს მოიცავს. 

განცხადების მიხედვით, წლის მანძილზე ზოგჯერ 1-ელ ადგილს Google იკავებდა, თუმცა წლის რეიტინგში ის მე-2 ადგილზე მოხვდა. სიაში მას შესაბამისი თანმიმდევრობით მოსდევენ: Facebook-ი, Microsoft-ი, Apple, Amazon-ი, Netflix-ი, YouTube, Twitter-ი და WhatsApp-ი.

კომპანია ByteDance, რომლის მფლობელობაშიც აპლიკაცია TikTok-ია, ერთადერთი არაამერიკული კომპანიაა, რომელიც ათეულში მოხვდა.