LIVE

აქციების ფასის კლების მიუხედავად Amazon-ი Wall Street-ზე ფავორიტად რჩება

23 დეკ 202116:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 690
აქციების ფასის კლების მიუხედავად Amazon-ი Wall Street-ზე ფავორიტად რჩება
Bloomberg

Amazon.com-ის აქციების ფასი ორშაბათს ბოლო ცხრა სესიაში მეშვიდედ შემცირდა. კომპანიამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ძირითადი ტექნიკური დონის ქვემოთ დაასრულა ვაჭრობა.

ელექტრონული კომერციის გიგანტის აქციების ფასი 1,7%-ით დაეცა და $3,341,58-ზე დაიხურა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2 ნოემბრის შემდეგ. კლება აშშ-ს აქციების საერთო ნეგატიური სესიის ფონს მოჰყვა. გასულ კვირას მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ფედერალური სარეზერვო ბანკის მკვეთრი ღონისძიების გამო ასევე კლება განიცადეს. Apple-ის აქციების ფასი 0.8%-ით შემცირდა, Microsoft-ის 1.2%-ით, Meta-ს კი 2.5%-ით.

Amazon-ის წარუმატებელი პერფორმანსის მიუხედავად, კომპანიის აქციები Wall Street-ზე საერთო ფავორიტად რჩება. თითქმის ყველა ფირმა, რომელსაც Bloomberg-ი ადევნებს თვალყურს, მას პოზიტიურად აფასებს, საშუალო სამიზნე ფასი კი 20%-იან ზრდაზე მიუთითებს. ანალიტიკოსები განსაკუთრებით ოპტიმისტურად არიან განწყობილი კომპანიის პერსპექტივაზე 2022 წელს. Bank of America და JPMorgan-ი Amazon-ის აქციებს მომავალი წლისთვის ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანად ასახელებენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაიან ვლასტელიკა