LIVE

დუბაის მმართველი განქორწინებისას პრინცესას $743 მილიონს გადაუხდის

26 დეკ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1050
დუბაის მმართველი განქორწინებისას პრინცესას $743 მილიონს გადაუხდის
Royal Court of Saudi Arabia/Getty Images

დუბაის მმართველს დაშორებული ცოლისა და შვილებისთვის $743 მილიონის გადახდა დაევალა. თანხა გაერთიანებული სამეფოს საოჯახო სასამართლოს ისტორიაში ყველაზე დიდი ფინანსური ჯილდოა.

მოსამართლემ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტუმს პრინცესა ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინისთვის $251 მილიონის გადახდა სამი თვის ვადაში დააკისრა. შეიხს ასევე დაევალა წლიურად 11 მილიონი ფუნტის გადახდა შვილებისთვის, სანამ ისინი განათლებას იღებენ. გადახდები 290 მილიონ ფუნტიანი საბანკო გარანტიით იქნება დაცული.

მთლიანი თანხა, რომელსაც შეიხი ოჯახს გადაუხდის, სავარაუდოდ, ბევრად მეტი იქნება დაცვის წლიური ხარჯების გამო, რომელსაც ის პირადად შვილებს განათლების მიღების შემდეგ გადაუხდის.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ლონდონის სასამართლომ დუბაის სამეფო ოჯახთან დაკავშირებით უამრავ ბრალდებასა და გადაწყვეტილებას უმასპინძლა.

საქმის მიმდინარეობის დროს, პრიცესა ჰაიამ განაცხადა, რომ ის "ალყაში იყო" და შეიხის მიერ მისი თვალთვალი უფრო შემაწუხებელი და შემაშფოთებელი ვერ იქნებოდა. ერთადერთი პრეტენზია ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც მან გამოთქვა უსაფრთხოება და ზოგიერთი დაკარგული პირადი ქონება იყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელენ მილიგანი