LIVE

ერდოღანი რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიზეზად ისლამს ასახელებს

20 დეკ 202115:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 6100
ერდოღანი რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიზეზად ისლამს ასახელებს

ლირა რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ გასცა პირობა, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გაგრძელდება. ერდოღანი აღნიშნული პოლიტიკის საფუძვლად ისლამში მევახშეობის აკრძალვას ასახელებს.

"ჩვენ ვამცირებთ საპროცენტო განაკვეთებს. სხვას ნურაფერს მოელით ჩემგან. როგორც მუსლიმი, მე გავაგრძელებ იმის კეთებას, რასაც ისლამურ სწავლებები მოითხოვს”,- განაცხადა ერდოღანმა კვირას სატელევიზიო კომენტარში.

ვალუტა ორშაბათს აზიურ ვაჭრობაში კიდევ 6%-ით შესუსტდა. სტამბოლის დროით დილის 9:49 საათისთვის 1 დოლარი 17,411 ლირად ივაჭრებოდა. ლირამ ბოლო 3 თვის განმავლობაში ღირებულების თითქმის ნახევარ დაკარგა, რაც ამ პერიოდში მსოფლიოს ყველა ვალუტას შორის ყველაზე დიდი გაუფასურებაა.

ეს მეორე შემთხვევაა თვის განმავლობაში, როდესაც ერდოღანი მონეტარული კურსის გასამართლებლად რელიგიას მიმართავს. ის თანხვედრაშია ერდოღანის მოთხოვნასთან შემცირდეს სესხების ხარჯი, რათა გაძლიერდეს ეკონომიკური ზრდა. მისი თქმით, ლირას კოლაფსი რთული ეკონომიკური პერიოდის შედეგია, თუმცა თურქეთი არ გადაუხვევს მის ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას.

მიმდინარე წელს ლირა დოლართან მიმართებით 57%-ით გაუფასურდა. ვალუტის ვარდნა გასულ თვეში მას შემდეგ დაჩქარდა, რაც ერდოღანმა ახალი ეკონომიკური მოდელი წარადგინა, რომელიც იაფ ვალუტას და დაბალ რეფინანსირების განაკვეთს ეყრდნობა.

ერდოღანის უახლესმა პოლიტიკამ ასევე გამოიწვია თურქი მეწარმეების აღშფოთება. რამდენიმე ბიზნეს ასოციაციამ ლირას გაცვლითი კურსის სტაბილიზაციისთვის ზომების მიღება მოითხოვა. ერდოღანი კრიტიკოსებს აფრთხილებს, რომ ისინი მთავრობის გამოწვევას ვერ შეძლებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ონურ ანტი და ფირათ კოზაკი