
მიმდინარე წელს ვენჩურული კაპიტალის ფონდებმა კრიპტოში დაახლოებით $30 მილიარდი ჩადეს რაც ყველა გასული წლის მაჩვენებელს ერთად აღებულს აჭარბებს. PitchBook Data-ს მონაცემებით, ეს თითქმის ოთხჯერ აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით $8 მილიარდს.
Blockchain Capital-ის პარტნიორის, სპენსერ ბოგარტის თანახმად, ისეთი ნიშური სექტორების უეცარმა გამოჩენამ, როგორიცაა NFT, ინვესტორებს აჩვენა, თუ რა შეიძლება გამორჩენოდათ მხედველობიდან. ბოგარტი აღნიშნავს, რომ ოდესღაც ბუნდოვან NFT-ის ბაზარს, OpenSea-ის ახლა ელექტრონული კომერციის საიტს Etsy-ის ადარებენ.
ასევე აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების მოზიდვის $30 მილიარდიან რაუნდში ისეთი კომპანიებიც მოხვდა, როგორიცაა Robinhood-ი და Revolut-ი. ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიები, რომლებიც კრიპტოვალუტას ნაკლებად ეხება.
აშშ-ს სარისკო კაპიტალის ტრანზაქციების კვლევა ასევე აჩვენებს მნიშვნელოვნად გაზრდილ ინვესტიციებს მიმდინარე წელს. PitchBook-ის მონაცემებით, გარიგებები დაახლოებით $7,2 მილიარდს მოიცავს, რაც ოთხჯერ აღემატება 2018 წელს დაფიქსირებულ წინა რეკორდს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტალ კიმი