LIVE

პუტინს ნატოს გაფართოების შესაჩერებლად დასავლეთთან მოლაპარაკებები სურს

15 დეკ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 875
პუტინს ნატოს გაფართოების შესაჩერებლად დასავლეთთან მოლაპარაკებები სურს
Mikhail Metzel/SPUTNIK via AFP

რუსეთს სურს დაუყოვნებელი მოლაპარაკებები დასავლეთის ქვეყნებთან, რათა თავიდან აიცილოს ნატოს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთით, განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბრისას.

“რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყების მნიშვნელობას, რათა შეიქმნას იურიდიულად ფიქსირებული გარანტიები, რაც ხელს შეუშლის ნატოს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით და იარაღის განლაგებას მეზობელ ქვეყნებში, უპირველეს ყოვლისა უკრაინაში”,- ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

პუტინმა მსგავსი მოთხოვნა დააყენა ჯო ბაიდენთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან მოლაპარაკებების დროს. 

პუტინმა სამშაბათს ფინელ კოლეგას, საული ნიინისტოს განუცხადა, რომ სურს “დაუყოვნებელი” მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებას გამართავს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. კრემლის ინფორმაციით, ვიდეოზარის დროს მხარეები განიხილავენ ევროპაში დაძაბულობას და აშშ-ისა და ნატოს “აგრესიულ” რიტორიკას.

დასავლეთი კვირების განმავლობაში ადანაშაულებდა რუსეთს უკრაინაში შეჭრის დაგეგმვაში და მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან ათიათასობით სამხედროს მობილიზებაში. პუტინმა უარყო სამხედრო ინტერვენციის გეგმა, ნატო რეგიონში დაძაბულობის ზრდაში დაადანაშაულა და დასავლეთისგან მოითხოვა პირობა, რომ ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში არ გაფართოვდება.