LIVE

Alibaba-მ გაათავისუფლა ქალი, რომელმაც უფროსი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა

13 დეკ 202112:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 848
Alibaba-მ გაათავისუფლა ქალი, რომელმაც უფროსი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა

Alibaba Group Holding-მა სამსახურიდან გაათავისუფლა ქალი, რომელმაც მენეჯერი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. 

ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, თანამშრომელი, გვარად ჟოუ, ამბობს, რომ ის სამსახურიდან აგვისტოში უფროსი მენეჯერის მიერ მისი გაუპატიურების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო გაათავისუფლეს. გათავისუფლების წერილში ნათქვამია, რომ მის მიერ გავრცელებულმა სიცრუემ კომპანიის რეპუტაციას ზიანი მიაყენა. 

გათავისუფლებული ქალი კომპანიას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად კანონიერ საშუალებებს გამოიყენებს. 

აგვისტოში ჟოუმ გამოაქვეყნა 8000 სიტყვიანი სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ მივლინებაში ყოფნისას სადილის შემდეგ მისმა მენეჯერმა და კლიენტმა იძალადეს.  

გაუპატიურების შესახებ ჟოუს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალურ მედიაში მწვავე დებატი გამოიწვია. საზოგადოების რეაქციის შემდეგ, Alibaba-ს მენეჯერი, გვარად ვანგი, გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გადადგა ელექტრონული კომერციის გიგანტის ორი უფროსი აღმასრულებელი დირექტორი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატი