LIVE

საამიროები ვიქენდის დღეებს ცვლის

07 დეკ 202116:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 1395
საამიროები ვიქენდის დღეებს ცვლის

არაბთა გაერთიანებული საამიროები 1 იანვრიდან 4-ნახევარ დღიან სამუშაო კვირაზე გადადის. პარასკევი, რომელიც ისლამში წმინდა დღედ მიიჩნევა, ნაწილობრივ სამუშაო დღედ, ხოლო კვირა დასვენების დღედ გამოცხადდა.  

ამჟამად საამიროებში, ისევე როგორც ყურის სხვა ქვეყნებში, სამუშაო დღეები კვირიდან-ხუთშაბათამდე გრძელდება.

„ეს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს გლობალურ ბაზრებთან გაათანაბრებს და საერთაშორისო კორპორაციებს ბიზნესის კეთებას გაუადვილებს. ეს გაზრდის იმ დღეების რაოდენობას, როდესაც ჩვენ ბიზნესს დანარჩენ მსოფლიოსთან ვაწარმოებთ, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობას“,- ამბობს დუბაიში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, ნაბილ ალიუსუფი.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ახალ სამუშაო კვირას კერძო სექტორი. კერძო კომპანიებს ახალი სამუშაო გრაფიკის დაცვის ვალდებულება ჯერჯერობით არ აქვთ, იქამდე, სანამ, შრომის სამინისტრო შესაბამის ინსტრუქციას არ გამოსცემს.

ასევე, უცნობია გამოიწვევს თუ არა ეს ადგილობრივ ბირჟებზე ვაჭრობის საათების ცვლილებას. საფონდო ბაზრები ახორციელებენ ინიციატივებს ლიკვიდურობის გაზრდისა და უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: აბერ აბუ ომარი და ზაინაბ ფატაჰი