LIVE

Covid-19-ის ახალი შტამი 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა

03 დეკ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1040
Covid-19-ის ახალი შტამი 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა

Covid-19-ის ომიკრონის ვარიანტი, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში აღმოაჩინეს, რაც ახალი შტამების შემცირების სირთულეებს ადასტურებს. 

ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა უკავშირდება მოგზაურებს, რომლებსაც დაავადება საზღვრებს გარეთ გადააქვთ. 

სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრები ცდილობენ გაარკვიონ ახალი შტამისგან მოსალოდნელი შედეგი. მთავრობებმა აკრძალეს სამხრეთ აფრიკიდან და მიმდებარე ქვეყნებიდან, მოგზაურების მიღება, რათა თავი დაიცვან ომიკრონის გავრცელებისგან, მაშინ, როცა უცნობია, რამდენად ეფექტურია არსებული ვაქცინები ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგ. 

რუკაზე ყვითლად მონიშნულია ქვეყნები, სადაც ამ დროისთვის ომიკრონის შტამი ფიქსირდება. 

სამხრეთ აფრიკა - ინფიცირების ახალ შემთხვევების უმრავლესობა ახალ შტამზე მოდის. 

ბოტსვანა - მინიმუმ 19 შემთხვევა; 

დიდი ბრიტანეთი - ხუთი შემთხვევა, რომელთაგან ბოლო ორი ერთმანეთთან ან წინა შემთხვევებთან კავშირში არ არის.

გერმანია - ორი შემთხვევა დაფიქსირდა მოგზაურებში, რომლებიც მიუნხენის აეროპორტში სამხრეთ აფრიკიდან ჩავიდნენ. 

ნიდერლანდები - 13 შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მოგზაურებს შორის. 

დანია - ორი შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მოგზაურებს შორის. 

ბელგია - ერთი შემთხვევა 

ისრაელი - ერთი დადასტურებული და რამდენიმე საეჭვო შემთხვევა 

იტალია - ერთი შემთხვევა, რომელიც გადაადგილდებოდა ქვეყნის მასშტაბით, სანამ ინფექცია დაუდასტურდებოდა. 

ჩეხეთის რესპუბლიკა - ერთი შემთხვევა

ავსტრია - შტამი სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ პირს დაუდასტურდა. მიმდინარეობს 30 საეჭვო შემთხვევის კვლევა. 

შვეიცარია - სამი ინფიცირებული იმყოფება იზოლაციაში. 

საფრანგეთი - 13 საეჭვო შემთხვევა

პორტუგალია - აღმოჩენილია 19 შემთხვევა. ყველა შემთხვევა უკავშირდება საფეხბურთო კლუბს.

ესპანეთი - ერთი შემთხვევა

შვედეთი - ერთი შემთხვევა

ჰონგ-კონგი - ოთხი შემთხვევა, რომელთაგან ორი უკავშირდება სამხრეთ აფრიკას, დანარჩენი კი - ნიგერიას.  

ავსტრალია - 6 შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მოგზაურებს შორის. 

იაპონია - ორი შემთხვევა

კანადა - ხუთი შემთხვევა, მათ შორის ერთი პირი იმყოფებოდა ნიგერიაში. 

ბრაზილია - ორი შემთხვევა - ინფექცია სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ წყვილს დაუდასტურდა. 

ნორვეგია - ორი დადასტურებული შემთხვევა - ორივე იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკაში. 

ირლანდია - ერთი დადასტურებული შემთხვევა  

აშშ - ერთი დადასტურებული შემთხვევა - ინფიცირებული კალიფორნიაში მცხოვრები სრულად ვაქცინირებული პირია, რომელიც ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან 22 ნოემბერს დაბრუნდა.

სამხრეთ კორეა - 5 დადასტურებული შემთხვევა

არაბთა გაერთიანებული საამიროები - ერთი დადასტურებული შემთხვევა

საუდის არაბეთი - ერთი დადასტურებული შემთხვევა

ფინეთი - ერთი დადასტურებული შემთხვევა

საბერძნეთი - ერთი დადასტურებული შემთხვევა

სინგაპური - ორი შემთხვევა

განა - ერთი შემთხვევა

ზიმბაბვე - ერთი შემთხვევა 

ინდოეთი - ორი შემთხვევა 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია