LIVE

CNBC: ჯეკ დორსი Twitter-ის დირექტორის თანამდებობიდან გადადგება

29 ნოე 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 159
CNBC: ჯეკ დორსი Twitter-ის დირექტორის თანამდებობიდან გადადგება
Bloomberg

Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი, სავარაუდოდ, თანამდებობიდან გადადგება. ამის შესახებ, CNBC-ი იტყობინება და არ აკონკრეტებს, თუ როგორ მოიპოვა ინფორმაცია.

ამბის გავრცელების შემდეგ, წინა სავაჭრო სესიაში Twitter-ის აქციები 12%-ზე მეტით გაიზარდა.

დორსი ამჟამად Twitter-ის და Square-ის, ციფრული გადახდების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს Twitter-ის მეწილეს, Elliott Management-ს სურდა ჯეკ დორსის შეცვლა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, სანამ საინვესტიციო ფირმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწევდა.

Elliott Management-ის დამფუძნებელი და მილიარდერი ინვესტორი, პოლ სინგერი დაინტერესდა, უნდა ემართა თუ არა დორსის ორივე საჯარო კომპანია და მოუწოდა მას ერთ-ერთი მათგანის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დაეტოვებინა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ედ ჰამონდი