
Automobilwoche-ის ცნობით, Tesla გერმანიაში ვადაგადაცილებულ წარმოების ოპერაციებს დეკემბერში დაიწყებს. გამოცემის შეფასებით, 2022 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 30,000 Tesla-ს ავტომობილი იქნება წარმოებული.
ელექტრომობილების კომპანიას გერმანიაში წარმოება ივლისში უნდა დაეწყო, თუმცა ოპერაციების დაწყება კომპანიამ გარემოსდაცვითი ნებართვის ვერ მიღების გამო გადადო. ჟურნალის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოები საჭირო ნებართვებს რამდენიმე დღეში გასცემენ.
ბერლინის მახლობლად Gigafactory-ში უკვე დასრულდა Model Y-ის ხუთი ერთეულის წარმოება, თუმცა არა საწარმოო ხაზზე. Automobilwoche-ს ცნობით, იანვარში სერიული წარმოება კვირაში 1 000 მანქანით დაიწყება და თანდათან გაიზრდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატრინ მატუსეკი