LIVE

ავსტრალიაში სოციალურ ქსელებს ტროლების ვინაობის გამჟღავნება მოეთხოვებათ

28 ნოე 202114:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 780
ავსტრალიაში სოციალურ ქსელებს ტროლების ვინაობის გამჟღავნება მოეთხოვებათ
Bloomberg

ავსტრალიის პრემიერ მინისტრის, სკოტ მორისონის მიერ ინიცირებული კანონრპოექტი მიხედვით, სოციალური მედიის პლატფორმებს ანონიმური ონლაინ ტროლების ვინაობის გამჟღავნება მოეთხოვებათ. ახალი კანონის მიხედვით, შესაძლოა, სოციალური მედიის კომპანიებს ცილისწამების ანაზღაურებაც დაეკისროთ.

ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ონლაინ სივრცეში დეფამაციის მსხვერპლი გახდნენ, შეძლებენ მიიღონ სასამართლოს ბრძანებები, რომლებიც მიმართავენ ონლაინ გიგანტებს, როგორიცაა Twitter-ი და Meta, გამოავლინონ პოსტებზე პასუხისმგებელი პირები. თუ სოციალური მედიის პლატფორმები ამას ვერ გააკეთებენ, მათ მოუწევთ ცილისწამების ანაზღაურება.

მოქმედი კანონის მიხედვით, სოციალური მედიის კომპანიები არ განიხილება მათ პლატფორმებზე განთავსებული მასალის გამომქვეყნებლებად. თუ მომხმარებელი Facebook-ის გვერდზე ცილისმწამებლურ კომენტარებს აკეთებს, სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება გვერდის მფლობელს.

კანონპროექტი მიმდინარე კვირაში პარლამენტში განიხილება. ეს მას შემდეგ, რაც ავსტრალიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომხმარებლების მიერ დატოვებული კომენტარების გამო მედია კომპანიებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება შესაძლებელია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალისა მაკდონალდი