LIVE

საფრანგეთში ფრინველის გრიპის აფეთქებაა

28 ნოე 202115:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 168
საფრანგეთში ფრინველის გრიპის აფეთქებაა
Philippe Merle/AFP via Getty Images

საფრანგეთმა ბელგიის საზღვართან მდებარე მეფრინველეობის ფერმაში ფრინველის გრიპის “ძლიერ პათოგენური” ვარიანტი აღმოაჩინა

გასული ზამთრის სერიოზული ეპიდემიის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ფრინველის გრიპი ფერმაში აღმოაჩინეს. 

ვირუსს საფრანგეთის სურსათის, გარემოს და შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სააგენტო აანალიზებს. ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ უორჰემის დაზარალებულ ფერმაში ყველა ფრინველი განადგურდება და უკვე შეიქმნა 10-კილომეტრიანი სათვალთვალო პერიმეტრი, სადაც ფრინველის ყოველგვარი მოძრაობა აკრძალულია.

ტერიტორიის ნაწილი ბელგიის დასავლეთ ფლანდრიის პროვინციაშია. ბელგიის კვების ჯაჭვის უსაფრთხოების ფედერალურმა სააგენტომ დამატებითი ზომები მიიღო დე პანის, ვეურნის, ალვერინგემისა და პოპერინგისთვის. მეფრინველეობის ფერმერებმა და კერძო მესაკუთრეებმა ფრინველები გალიაში უნდა გამოკეტონ. იკრძალება ფრინველის გამოფენები და ბაზრობები.