LIVE

ვლდიმერ პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებს უმასპინძლა

27 ნოე 202118:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 836
ვლდიმერ პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებს უმასპინძლა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთთან და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების წლისთავზე მოლაპარაკებებს მასპინძლობს. სოჭში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლოვად იმუშაონ მთიანი ყარაბაღის რეგიონის საზღვრის დემარკაციის მიმართულებით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მართავდნენ მოლაპარაკებას.

შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნების ლოდრებმა “მიაღწიეს შეთანხმებას მთელ რიგ საკვანძო საკითხებზე”. პუტინის შეფასება გაიმეორეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმაც. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საუბარი იყო “ღია” და "გულწრფელი”, ხოლო სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მას “პოზიტიური” უწოდა.

ფაშინიანთან და ალიევთან შეხვედრის დაწყებამდე პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა “ბევრს მიაღწიეს” სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერიის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ფართომასშტაბიანი ბრძოლები არ მიმდინარეობს, დაახლოებით 53,000 ლტოლვილი დაბრუნდა სახლში და რუსი სამშვიდობოები ზრუნავენ მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლების უსაფრთხოებაზე.

ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ “ვითარება საზღვარზე და მთიან ყარაბაღში არ არის ისეთი სტაბილური, როგორიც უნდა იყოს” და”ორივე მხრიდან ათობით ადამიანი” დაიღუპა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მან საზღვარზე არსებულ ვითარებას “კრიზისი” უწოდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ტყვეების, მძევლების და ტყვეობაში მყოფი სხვა პირების საკითხი გადაუჭრელი რჩება.

ალიევმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საჯაროდ შესთავაზა სომხეთს სათანადო სამშვიდობო ხელშეკრულების შედგენაზე მუშაობის დაწყება “კონფრონტაციის დასასრულებლად, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის აღიარებისა და მომავალში მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის”.

პუტინმა ორმხრივი შეხვედრებიც გამართა ალიევთან და ფაშინიანთან, როგორც სამმხრივი მოლაპარაკების დაწყებამდე, ისე მის შემდეგ.