LIVE

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან - გაუფასურდა

26 ნოე 202117:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 758
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან - გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0967 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1129 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.62 თეთრი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4931 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4927 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.04 თეთრი შეადგინა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.