LIVE

ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზება დაიწყო

25 ნოე 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 979
ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზება დაიწყო
Yuriy Dyachyshyn/AFP via Getty Images

სადაზვერვო ანალიტიკური კომპანია Janes-ისა და მოსკოვში დაფუძნებული დაზვერვის გუნდის თანახმად, რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულზე სამხედრო ძალები გადაჰყავს.

ცოცხალი ძალის მობილიზება მოჰყვა ვორონეჟის რეგიონში ტანკებისა და სხვა მძიმე შეიარაღების გაგზავნას. ყირიმში გაგზავნილი ძალები მოიცავს 34-ე მოტორიზებული შაშხანის ბრიგადასა და 42-ე გვარდიის მოტორიზებულ სატანკო დივიზიას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა სამუშაო საათების შემდეგ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კრემლი კი ჯარის გადაადგილებას ქვეყნის შიდა საკითხს უწოდებს.

შეერთებულმა შტატებმა ევროპელ მოკავშირეებს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა, რომელიც აჩვენებს რუსული ჯარებისა და არტილერიის მობილიზებას. სავარაუდოდ, კრემლი სწრაფი, ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ემზადება. აშშ-ის შეფასებით, პუტინი შესაძლოა მომავალი წლის დასაწყისში სამხედრო ინტერვენციას გეგმავდეს. 

გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო უკრაინაში შეჭრის განზრახვა, მაგრამ თქვა, რომ განგაში იმის მტკიცებულებაა, რომ მისმა ქმედებებმა მიიპყრო აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ყურადღება, რომლებსაც უკრაინის მიმართ რუსეთის “წითელი ხაზების” არასერიოზულად აღქმაში ადანაშაულებს.

პუტინი უკრაინას რუსეთის ისტორიულ ნაწილად განიხილავს და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, შეაჩეროს მისი დაახლოება NATO-სთან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰენრი მეიერი