LIVE

12 მილიონი ბავშვი, რომლის არსებობაზეც ჩინეთმა არ იცოდა

25 ნოე 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 708
12 მილიონი ბავშვი, რომლის არსებობაზეც ჩინეთმა არ იცოდა
CNN

2000-2010 წლებში ჩინეთში 2010 წლის აღწერაში მითითებულზე 11,6 მილიონით მეტი ბავშვი დაიბადა.  

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული უახლესი სტატისტიკური მონაცემებით, იმ პერიოდში დაბადებული ბავშვების რაოდენობა 172,5 მილიონს აწევს, რაც ბევრად აღემატება 2010 წლის აღწერის დროს დაფიქსირებულ 160,9 მილიონს.

სხვაობის მიზეზი შესაძლოა იყოს ქვეყანაში იმ დროისთვის არსებული შეზღუდვა, რომელიც მშობლებს მხოლოდ ერთი შვილის ყოლის უფლებას აძლევდა. როგორც ჩანს, ზოგიერთმა მშობელმა სასჯელის თავიდან აცილების მიზნით, შვილი არ დაარეგისტრირა. 

დემოგრაფი ჰე იაფუ განმარტავს, რომ 2016 წლამდე, სანამ ჩინეთი წყვილებს მეორე ბავშვის გაჩენის უფლებას მისცემდა, მშობლების ნაწილი ბავშვს სასკოლო ასაკამდე არ არეგისტრირებდა. 

მოგვიანებით დარეგისტრირებული ბავშვების დაახლოებით 57% გოგო იყო, რაც მიუთითებს, რომ შესაძლოა, მშობლები არ ამჟღავნებდნენ გოგოს დაბადებას, რათა კვლავ გაეჩინათ ბავშვი, იმისთვის, რომ ბიჭი შვილიც ჰყოლოდათ. 

სხვაობის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ისიც, რომ აღწერა ჩატარდა 2010 წლის ნოემბერში და წლის ბოლომდე დარჩენილი ორი თვის მონაცემები სტატისტიკაში არ აისახა. 

დღეს ჩინეთში ოჯახების უმეტესობას სამი შვილის გაჩენის უფლება აქვთ და არ არსებობს ჯარიმა ამ კვოტის გადამეტებისთვის. ამის გამო, ვარაუდობენ, რომ აღწერა უფრო ზუსტი გახდება. 

თუმცა ასევე, ნავარაუდევია, რომ ჩინეთში მიმდინარე წლიდან, შესაძლოა, მოსახლეობის კლება დაიწყოს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია