LIVE

თბილისში ბინების გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებელს 4%-ით ჩამორჩება - Colliers

24 ნოე 202115:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 640
თბილისში ბინების გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებელს 4%-ით ჩამორჩება - Colliers

2021 წლის ოქტომბერში თბილისში ბინების ტრანზაქციები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა. კიდევ უფრო მეტად, 4%-თ არის შემცირებული ტრანზაქციების რაოდენობა პანდემიამდელი 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით.

როგორც Colliers-ის კვლევაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში სულ 3 141 ტრანზაქციაა რეგისტრირებული. აქედან 2 113 ახალ პროექტებზე, ხოლო 1 028 ძველ ბინებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით ძველი ბინების ტრანზაქციები 12%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ბაზრის ზომას, 2019 წელთან შედარებით მისი მოცულობა მიმდინარე წლის ოქტომბერში 4%-ით გაიზარდა და $150 მილიონს გაუტოლდა. 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით ბაზრის ზომა 7%-ით არის გაზრდილი.    

2021 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, ეს მაჩვენებელი 5%-ით, 45 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით შემცირდა. მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით. პრემიუმ სეგმენტს რაც შეეხება, 2019 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 27%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისისაგან განსხვავებით ბათუმში ახალი ბინების ტრანზაქციებს ძველი ბინების ტრანზაქციები ჭარბობს.