LIVE

უკრაინელმა მესაზღვრეებმა ბელარუსის საზღვართან “სპეცოპერაცია” დაიწყეს

24 ნოე 202115:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 927
უკრაინელმა მესაზღვრეებმა ბელარუსის საზღვართან “სპეცოპერაცია” დაიწყეს
Rferl

უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა ბელარუსის საზღვარზე “სპეციალური ოპერაცია” დაიწყო. არსებობს მოლოდინი, რომ პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე მიგრანტების კრიზისი უკრაინის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.

სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია ტარდება „უკრაინის საზღვრის დაცვის მიზნით, რათა თავიდან იქნას აცილებული მიგრაციული კრიზისი”.

სპეცოპერაცია ეროვნულ გვარდიასთან, პოლიციასთან და შეიარაღებულ ძალებთან ერთად მიმდინარეობს. პატრულირებასა და საზღვრის მონიტორინგში აქტიურად იქნება გამოყენებული თვითმფრინავები, უპილოტო საფრენი აპარატები და ტექნიკური ზედამხედველობის საშუალებები. უკრაინამ 8500 ჯარისკაცი და პოლიციელი ბელორუსთან საზღვრის დასაცავად განათავსა.

საჰაერო სადესანტო ქვედანაყოფმა მედესანტეები ქვეყნის მთავარი საზღვაო პორტის, ოდესისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სიახლოვეს, ნიკოლაევის რეგიონის სამხრეთ ნაწილში გადაიყვანა.

საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმირ ნიკიფორენკომ განაცხადა, რომ ოპერაციის მთავარი ამოცანაა არალეგალური მიგრანტების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და უკრაინაში შესვლის თავიდან აცილება.