LIVE

ინდოეთი თითქმის ყველა კრიპტოვალუტის, მათ შორის ბიტკოინის აკრძალვას გეგმავს

24 ნოე 202111:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 894
ინდოეთი თითქმის ყველა კრიპტოვალუტის, მათ შორის ბიტკოინის აკრძალვას გეგმავს

ინდოეთი ფინანსების რეგულირების ახალი კანონპროექტის წარდგენის შემდეგ, თითქმის ყველა კრიპტოვალუტის აკრძალვას გეგმავს

კანონპროექტი სახელწოდებით „კრიპტოვალუტა და ოფიციალური ციფრული ვალუტის რეგულირება“ მიზნად ისახავს განსაზღვროს რეგულირების ჩარჩო ინდოეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტისთვის და აკრძალოს ყველა კერძო კრიპტოვალუტა, მაგალითად როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი. 

მიმდინარე თვის დასაწყისში ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ თქვა, რომ ყველა დემოკრატიული ერი უნდა გაერთიანდეს, რათა კრიპტოვალუტა არ აღმოჩნდეს არასწორ ხელში, რამაც შეიძლება გააფუჭოს ახალგაზრდობა. ეს ამ თემაზე პოლიტიკოსის პირველი საჯარო კომენტარი იყო.

წლის დასაწყისში მთავრობამ კრიპტოაქტივების ფლობის, მოპოვების, ვაჭრობისა და გადაცემის კრიმინალიზაციის საკითხი განიხილა. 

კერძო კრიპტოვალუტების აკრძალვის პარალელურად, ინდოეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებისთვის ემზადება. ინდოეთის ცენტრალური ბანკი, რომელმაც „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა კერძო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, CBDC-ის წარდგენას დეკემბრისთვის აპირებს.

ოფიციალური მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ინდოეთში 15-20 მილიონი კრიპტო-ინვესტორია, რომელთა კრიპტოვალუტის საერთო ღირებულება დაახლოებით 400 მილიარდ რუპიას (4,77 მილიარდი ევრო) შეადგენს.