ავსტრიას კორონავირუსული პანდემიის შესაჩერებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი შესაძლოა, კვირაში 1,2 მილიარდი ევრო დაუჯდეს. ქვეყნის მეოთხე ლოქდაუნი 400 000 დასაქმებულს მთავრობის მიერ სუბსიდირებულ სამუშაო პროგრამაზე გადასვლას აიძულებს.
380 მილიარდ ევროიანი ეკონომიკის ქვეყანა პირველი გახდა დასავლეთ ევროპაში, რომელმაც ლოქდაუნი ხელახლა დააწესა. რესტორნები, მუზეუმები და მაღაზიები, რომლებიც არააუცილებელ საქონელს ყიდიან, იძულებული არიან სამი კვირის განმავლობაში მუშაობა შეწყვიტონ.
ინდუსტრიებისთვის დატვირთული საშობაო პერიოდის გამოტოვების გამო, ახალი ლოქდაუნის სრული ეკონომიკური დარტყმა სავარაუდოდ, 50%-ით გაიზრდება. ამასთან, ქვეყნის ფედერალურ სამუშაო პროგრამაში მონაწილეობა, პროგნოზის მიხედვით, 4-ჯერ ან 5-ჯერ გაიზრდება. პროგრამის ფარგლებში ავსტრია დასაქმებულებს, რომლებსაც პანდემიის გამო სამუშაო საათების შემცირება მოუწიათ, ხელფასის ნაწილს უნაზღაურებს.
ცნობისთვის, ქვეყანაში 1 თებერვლიდან ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. ასევე, ხელისუფლებამ იზოლაციის ზომები მხოლოდ არავაქცინირებული ადამიანებისთვის შემოიღო.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარტინ ედერი