საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1153 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1134 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.19 თეთრი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4935 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5135 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.0 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.