LIVE

ბეზოსი ბარაკ ობამას ფონდს $100 მილიონს აჩუქებს

23 ნოე 202116:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 823
ბეზოსი ბარაკ ობამას ფონდს $100 მილიონს აჩუქებს

ჯეფ ბეზოსი ბარაკ ობამას ფონდს (Obama Foundation) საჩუქრად $100 მილიონს გადასცემს. ეს ყველაზე დიდი დონაციაა, რაც ყოფილი პრეზიდენტის  ფილანთროპიულ ორგანიზაციას მიუღია.

ბეზოსის საჩუქარი, რომელიც ფონდს გარდაცვლილი კონგრესმენის, ჯონ ლუისის პატივსაცემად გადაეცა, პროგრამირების სფეროს გაძლიერებას მოხმარდება. დონაციის ფარგლებში, ბეზოსმა ორგანიზაციას სთხოვა ობამას საპრეზიდენტო ცენტრის პლაზას ჯონ ლუისის სახელი დაერქვას.

ბეზოსმა ფილანთროპიული საქმიანობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ივლისში Amazon.com-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. მან მიმდინარე წელს თითქმის $600 მილიონი გასცა.

ბეზოსმა, რომლის ქონებაც Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით $209,9 მილიარდს შეადგენს, წლების განმავლობაში შედარებით მცირე ქველმოქმედების შემდეგ შემოწირულობები სწრაფად გაზარდა. მისი ყოფილი ცოლი, მაკენზი სკოტი, 2019 წელს განქორწინების შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ქველმოქმედად იქცა. მხოლოდ მიმდინარე წელს სკოტმა ქველმოქმედებას $2,7 მილიარდი მოახმარა. განქორწინების შემდეგ მის მიერ გაცემულ შემოწირულობები ჯამში $8,5 მილიარდს აჭარბებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სოფი ალექსანდერი