LIVE

მომხმარებლები Uber Eats-ის აპლიკაციით კანაფის გამოძახებას შეძლებენ

23 ნოე 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 582
მომხმარებლები Uber Eats-ის აპლიკაციით კანაფის გამოძახებას შეძლებენ
GETTY IMAGES

Uber-ი კანაფის ბაზარზე პირველ ნაბიჯებს დგამს. Uber Eats-ის მომხმარებლები ონტარიოსა და კანადაში აპლიკაციის გამოყენებით კანაფის პროდუქტების შეკვეთას შეძლებენ.

აპლიკაციაში ასაკის დამოწმების შემდეგ, Uber Eats-ის მომხმარებლებს შეეძლებათ განათავსონ შეკვეთები Tokyo Smoke-ის სპეციალურ განყოფილებაში და შემდეგ აიღონ ისინი ახლომდებარე მაღაზიაში. 

კანადის კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანას მოხმარება 2018 წლიდან ლეგალურია, მიწოდება მაინც უკანონოა, შესაბამისად, უკანონო მწარმოებლები კვლავ აკონტროლებენ გაყიდვების დიდ წილს. Uber-მა განაცხადა, რომ მისი პარტნიორობა Tokyo Smoke-თან მოზარდებს ქვეყანაში უსაფრთხო, ლეგალური კანაფის შეძენაში დაეხმარება.

კანადაში მარიხუანას $4 მილიარდიანი ბაზარი, სავარაუდოდ, მომდევნო წლებში გაფართოებას გააგრძელებს. ინდუსტრიის კვლევითი კომპანია BDS Analytics  2026 წლისთვის გაყიდვების $6,7 მილიარდამდე ზრდას ელის.

კანაფის მოხმარება მნიშვნელოვნად პანდემიის პირობებში გაიზარდა.