LIVE

ბაიდენმა ცენტრალური ბანკის თავმჯდომარედ ჯერომ პაუელი წარადგინა

22 ნოე 202123:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 1101
ბაიდენმა ცენტრალური ბანკის თავმჯდომარედ ჯერომ პაუელი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჯერომ პაუელი ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის პოსტზე მეორე ვადით წარადგინა

პაუელი თანამდებობაზე პირველად 2018 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დანიშნა. 

68 წლის რესპუბლიკელმა პანდემიის დროს ეკონომიკის მართვისთვის შექება დაიმსახურა. 

მის კონკურენტს, ლაელ ბრეინარდს ბაიდენის დემოკრატიული პარტიის მემარცხენე პროგრესული ფრთა უჭერდა. ისინი პაუელს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის კლიმატის ცვლილებისა და სიღარიბის დასაძლევად საკმარისს არ აკეთებდა და ასევე, შეასუსტა ფინანსური ინსტიტუტების რეგულირება.

ფედერალური სარეზერვო სისტემის ვიცე-თავმჯდომარედ დასახელდა ლაელ ბრეინარდი, რომელიც ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოში 2014 წლიდან მუშაობს. 

”მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი, ბოლო 10 თვის განმავლობაში ამერიკელების სამუშაოზე დაბრუნებასა და ეკონომიკის აღდგენაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ", - თქვა ბაიდენმა კანდიდატების დასახელებისას. 

იმისათვის, რომ წარდგენილმა კანდიდატებმა 2022 წლის თებერვალში თანამდებობები დაიკავონ, მათ ჯერ სენატის მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ.