LIVE

საწვავის ფასები საქართველოსა და რეგიონში - მიმოხილვა

22 ნოე 202115:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 2084
საწვავის ფასები საქართველოსა და რეგიონში - მიმოხილვა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მეზობელ და ახლომდებარე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ამ ეტაპზე საწვავი საქართველოსთან შედარებით იაფი მხოლოდ რუსეთსა და აზერბაიჯანშია. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ეს ლოგიკურიცაა, რადგან აღნიშნული ქვეყნები მსოფლიოში მნიშვნელოვან ნავთობმომპოვებელ და ნავთობგადამამუშავებელ ქვეყნებს წარმოადგენენ. შესაბამისად, ამ ქვეყნებში ფასები ყოველთვის დაბალია. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, საწვავის საშუალო საცალო ფასი რიგ ქვეყნებში უშუალოდ ავტოგასამართ სადგურებზე ასე გამოიყურება:

  • აზერბაიჯანი - A-92 მარკის  ბენზინი - 0,51 ევრო,  A-95  მარკის ბენზინი - 0,82 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 0,97 ევროს; დიზელის საწვავი - 0,41ევრო;
  • რუსეთი -  A-92 მარკის  ბენზინი - 0,57 ევრო, A-95  მარკის ბენზინი - 0,61 ევრო , A-98  მარკის  ბენზინი - 0,71 ევრო, დიზელის საწვავი - 0,63 ევრო:
  • საქართველო -  A-92 მარკის  ბენზინი - 0,84 ევრო, A-95  მარკის ბენზინი - 0,88 ევრო , A-98  მარკის  ბენზინი - 0,91 ევრო, დიზელის საწვავი - 0,84 ევროს.
  • სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის  ბენზინი - 0,92 ევრო, A-95 მარკის ბენზინი - 0,97 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი -1,04 ევრო, დიზელის საწვავი - 0,91 ევრო;
  • მოლდავეთი - A-92 მარკის  ბენზინი  - 1,04 ევრო,  A-95  მარკი ბენზინი - 1,06 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1,12 ევრო, დიზელის საწვავი - 0,92 ევრო.
  • უკრაინა - A-92 მარკის ბენზინი - 1,02 ევრო,  A-95  მარკის  ბენზინი - 1,06 ევრო, A-98  მარკის ბენზინი - 1. 13 ევრო, დიზელის საწვავი - 1,02 ევრო.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში საწვავის საშუალო ფასი სომხეთთან შედარებით 1 ლიტრზე საშუალოდ 0,07 ევროთი, ანუ 7,7%-ით იაფია.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში აქციზის გადასახადი გაცილებით დაბალია, ვიდრე საქართველოში. კერძოდ, ბენზინის შემთხვევაში, სომხეთში აქციზის გადასახადი შეადგენს 40 ათას დრამს (დაახლოებით 208 ლარი) 1 ტონაზე, ხოლო საქართველოში - 500 ლარს ტონაზე. დიზელის საწვავის შემთხვევაში, სომხეთში აქციზის გადასახადი შეადგენს 13 ათას დრამს (დაახლოებით 68 ლარი) 1 ტონაზე, ხოლო საქართველოში - 400 ლარს ტონაზე.