LIVE

ღარიბაშვილი: უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა - პირადად გავაკონტროლებ

22 ნოე 202111:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 966
ღარიბაშვილი: უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა - პირადად გავაკონტროლებ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც და აღნიშნულ საკითხს პირადად გააკონტროლებს.

"ამას უკავშირდება ნარკომანია და ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში. საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვენება საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.