LIVE

ღარიბაშვილი: მოქალაქეები სიღარიბეს და უმუშევრობას შევაჩვიეთ - შრომას უნდა მივაჩვიოთ

22 ნოე 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1149
ღარიბაშვილი: მოქალაქეები სიღარიბეს და უმუშევრობას შევაჩვიეთ - შრომას უნდა მივაჩვიოთ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალური პოლიტიკის ცვლილებას აანონსებს. მისი შეფასებით, არსებული მიდგომა მანკიერია და მოქალაქეებს შრომის მოტივაციას უკარგავს.

„მოქალაქეები შევაგუეთ, შევაჩვიეთ სიღარიბეს და უმოქმედობას, მართლაც გაუსაძლის მდგომარეობას. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს. აქედან დაახლოებით ნახევარი არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომლებიც არსებული სოციალური პოლიტიკის გამო არ არიან მოტივირებული მუშაობის დასაწყებად და ეს რა თქმა უნდა, კატასტროფაა. ჩვენ როგორც ხელისუფლებამ, მთავრობამ უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები. მაქვს იდეა და ინიციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, პოლიტიკას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული, მე ვიტყოდი მანკიერი სისტემა. ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები",- განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე განცხადებით, ახალ პროგრამა, რომელიც "რეალობას შეცვლის და ახალ შრომით კულტურას ჩამოაყალიბებს", სავარაუდოდ, იანვრიდან დაიწყება.