LIVE

აშშ-ში სამსახურს ადამიანების რეკორდული რაოდენობა ტოვებს

22 ნოე 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 860
აშშ-ში სამსახურს ადამიანების რეკორდული რაოდენობა ტოვებს

აშშ-ის შტატების ნახევარზე მეტში სამსახურიდან წამოსული ადამიანების რაოდენობა იზრდება. ეროვნულ დონეზე, სექტემბერში სამსახური 4,4 მილიონმა ამერიკელმა დატოვა, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა.

თანამდებობიდან გათავისუფლების მაჩვენებელი, ანუ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სამსახურს ტოვებენ, სექტემბერში 29 შტატში გაიზარდა. 

ყველაზე დიდი ზრდა ჰავაიზე, მონტანასა და ნევადაში ფიქსირდება. საერთო ჯამში, სამსახურის დატოვების 3%-იან ეროვნულ საშუალო მაჩვენებელს 34 შტატი აჭარბებს.

პარალელურად, ბიზნესები რეკორდული ტემპით ზრდიან ანაზღაურებას და პოტენციურ დასაქმებულებს შეღავათებს სთავაზობენ, როგორიცაა მოქნილი საათები და ბონუსები.  

პარასკევს გამოქვეყნებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ოქტომბერში ხელფასები აშშ-ს თითქმის ყველა შტატში გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რიდ პიკერტი და ალექსანრ ტანზი