LIVE

Ferrari-მ შეზღუდული რაოდენობის რეტრო მოდელი წარადგინა

21 ნოე 202113:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 985
Ferrari-მ შეზღუდული რაოდენობის რეტრო მოდელი წარადგინა
Ferrari

Ferrari-მ ახალი შეზღუდული რაოდენობის რეტრო მოდელი წარადგინა. ცნობილი იტალიელი მწარმოებელი მოდელს ასახელებს, როგორც ყველაზე აეროდინამიკურად ეფექტურ მანქანას, რაც ოდესმე გამოშვებულა.

Daytona SP3, რომლის დებიუტი შაბათს Mugello Circuit-ზე, Formula 1-ის ტრასაზე შედგა, ბრენდის 1960-იანი წლების სარბოლო მოდელებისადმია მიძღვნილი. ის წარმოადგენს Ferrari-ს Icona-ს სპეციალური სერიის მეორე ნაწილს. სერიის პირველი ნაწილი Monza SP1 და SP2 მანქანებისგან შედგებოდა, რომლებიც ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩნდა.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ავტომობილი იტალიაში 2 მილიონი ევრო ეღირება. მწარმოებელი 599 მოდელს გამოუშვებს, მიწოდება კი 2022 წლის ბოლოს დაიწყება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანიელ ლეპიდო