LIVE

ჰონგ კონგში 3-დან 17 წლამდე ბავშვებს Sinovac-ით აცრიან

20 ნოე 202112:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 1189
ჰონგ კონგში 3-დან 17 წლამდე ბავშვებს Sinovac-ით აცრიან
Dimas Ardian/Bloomberg

ჰონგ კონგის ხელისუფლებამ Covid-19-ის ვაქცინის დასაშვებობის ასაკი შეამცირა. ადგილობრივი წარმოების Sinovac-ით ვაქცინაციას 3-დან 17 წლამდე ბავშვები და მოზარდებიც შეძლებენ.

ქალაქის მდივანმა სურსათისა და ჯანმრთელობის საკითხებში განაცხადა, რომ 12-დან 17 წლამდე მოზარდებს მიენიჭებათ პრიორიტეტი ვაქცინის მისაღებად, “მოგვიანებით უმცროსი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებზე გავრცელების მიზნით”. ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის პანელებზე მომუშავე ექსპერტებმა ახალ ასაკობრივ ზღვარს მხარი დაუჭირეს.

იმუნიზაციაზე უფლებამოსილი მოსახლეობის გაფართოება ხდება მას შემდეგ, რაც ჰონგ კონგის ვაქცინაციის კამპანია შენელდა. აცრისგან თავს განსაკუთრებით ხანდაზმულ მოსახლეობაში იკავებენ, რომელთაგან ბევრი უარს ამბობს ერთი დოზის მიღებაზეც კი. 

ჰონგ კონგის მაცხოვრებლების დაახლოებით 60% სრულად ვაქცინირებულია.

ჰონგ კონგის ხელისუფლებას სჯერა, რომ ასაკის გაფართოების უფლებამოსილების სარგებელი რისკებს აღემატება.

“ამას შეუძლია დაიცვას ისინი Covid-19 ინფექციისგან და ასევე საშუალებას მისცემს, დაბრუნდნენ სკოლასა და ყოველდღიურ ცხოვრებას რაც შეიძლება მალე”, - ნათქვამია განცხადებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენი ლი