LIVE

Nike "მეტავერსში" ვირტუალურ სამყაროს ქმნის

20 ნოე 202118:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 740
Nike "მეტავერსში" ვირტუალურ სამყაროს ქმნის
Nike

Nike ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც "მეტავერსში" საკუთარ შტაბ-ბინის მიხედვით ვირტუალურ სამყაროს შექმნის.  

სივრცეს, რომელსაც სპორტული ტანსაცმლის გიგანტი ვიდეო-თამაშების პლატფორმა Roblox-თან პარტნიორობით ქმნის, NIKELAND-ი ერქმევა. ის მოთამაშეებს საშუალებას აძლევს საკუთარი ავატარები Nike-ის სპეციალური პროდუქტების გამოყენებით შექმნან. მათ შორის, შეუძლიათ ვირტუალურად მოირგონ Air Max-ის სპორტული ფეხსაცმელი.

Nikeland-ი პოპულარიზაციას უწევს ექსკლუზიურ ნივთებს, როგორიცაა ქუდები და ზურგჩანთები. ციფრული სივრცე უფასოა და მისი სტუმრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

Nike-მა ცოტა ხნის წინ აშშ-ის საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისს შვიდი მოთხოვნით მიმართა, რათა „ჩამოტვირთვადი ვირტუალური საქონლის“ შემთხვევაში, საკუთარი ნიშანი დაეცვას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს კომპანიის განზრახვაზე, რომ მომხმარებლების მისაზიდად ციფრული პროდუქტები უფრო აქტიურად გამოიყენოს. 

ვიზიტორებს ამჟამად თამაშები Tag, The Floor Is Lava და Dodgeball მსგავს სერვისს სთავაზობენ. მათი გამოყენებით ინტერაქციული სპორტული მასალებისგან შესაძლებელია მინი თამაშების შექმნა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კიმ ბჰასინი