LIVE

ლარი გამყარდა - 1 დოლარი 3.11 ლარი ღირს

19 ნოე 202117:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 508
ლარი გამყარდა - 1 დოლარი 3.11 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1120 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1303 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.83 თეთრი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5169 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5485 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.16 თეთრი შეადგინა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.