LIVE

მომხმარებელი iPhone-ის შეკეთებას თავად შეძლებს - Apple-ის ახალი პროგრამა

21 ნოე 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 828
მომხმარებელი iPhone-ის შეკეთებას თავად შეძლებს - Apple-ის ახალი პროგრამა

Apple-ი მოწყობილობების შესაკეთებლად საჭირო ნაწილებსა და ხელსაწყოებს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის. ნაბიჯი მნიშვნელოვანი ცვლილებაა გრძელვადიან პოლიტიკაში იმის შესახებ, თუ ვინ შეძლებს ძვირადღირებული მოწყობილობების შეკეთებას.

კომპანია მომხმარებლებს თავდაპირველად საშუალებას მისცემს iPhone 12-ისა და iPhone 13-ის დისპლეი, ბატარეა და კამერა შეაკეთონ. მოგვიანებით, მომხმარებლები M1 ჩიპებით Mac კომპიუტერების შეკეთებასაც შეძლებენ. სერვისი მომავალი წლის დასაწყისიდან მხოლოდ შეერთებულ შტატებში იქნება ხელმისაწვდომი, წლის განმავლობაში კი სხვა ქვეყნებშიც გაფართოვდება.

Apple-ი და სხვა ტექნოლოგიური კომპანიები ნაწილებისა და ხელსაწყოების მიწოდების შეზღუდვით აქამდე ტექნიკის შეკეთებაზე მკაცრ კონტროლს ინარჩუნებდნენ. აშშ-ის შტატების ნახევარზე მეტმა უკვე განიხილა კანონები, რომლებიც აიძულებდნენ ელექტრონიკის კომპანიებს მომხმარებლებისთვის საკუთარი მოწყობილობების შეკეთება გაეადვილებინათ, თუმცა ბევრი მათგანი კენჭისყრით იქნა უარყოფილი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ვატორი: ჯილიან დეუჩი