LIVE

Disney პირველი საკრუიზო კომპანიაა, რომელიც გემზე მხოლოდ აცრილ ბავშვებს დაუშვებს

20 ნოე 202121:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 846
Disney პირველი საკრუიზო კომპანიაა, რომელიც გემზე მხოლოდ აცრილ ბავშვებს დაუშვებს

Disney Cruise Line გახდა პირველი საკრუიზო კომპანიაა, რომელმაც 5 წელზე უფროსი ასაკის მგზავრებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღო.

მოთხოვნა 13 იანვრიდან ამოქმედდება. იქამდე ძალაში იქნება არსებული წესები, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვს გამგზავრებამდე მოეთხოვება PCR ტესტის შედეგის წარდგენა.

ამჟამად, ბავშვებს, რომლებსაც 12 წელი მგზავრობამდე ხუთი კვირით ადრე შეუსრულდათ, მოთხოვნა არ ეხებათ. მოსალოდნელია, რომ იგივე წესი გავრცელდება 5 წლის ასაკის ბავშვებზეც.

მგზავრებს, რომლებისთვისაც კომპანიის მოთხოვნა მიუღებელია, ჯავშნის გაუქმება 1 დეკემბრამდე ჯარიმის გარეშე შეეძლებათ.

ჯერჯერობით უცნობია, მოსთხოვენ თუ არა ვაქცინაციას ბავშვებს სხვა საკრუიზო გემები.

გლობალური ტურიზმის ოპერატორი, Lebawit Lily Girma მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის მოთხოვნა გაზრდის კრუიზის მიმართ ნდობას და პოსტპანდემიურ ეტაპზე სერვისს უფრო მეტი ოჯახი მიმართავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკი ექსტეინი