
Subaru-მ პირველი სრულად ელექტრო სპორტული ყველგანმავალი ავტომობილი (SUV) წარადგინა. კომპანიამ ელექტრომობილი Toyota Motor-თან ერთად შექმნა.
ავტომობილი ახალ "e-Subaru Global" პლატფორმაზე შეიქმნა, რომელიც ბატარეაზე მომუშავე ელექტრო ავტომობილებზეა ორიენტირებული. მოდელი აშშ-ში, კანადაში, ევროპაში, ჩინეთსა და იაპონიაში მომავალი წლიდან გაიყიდება.
განვითარების ხარჯების შემცირების მიზნით, Subaru-მ Toyota-სთან ალიანსი 2019 წელს გააღრმავა. მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიებმა ერთობლივად შექმნეს უახლესი BRZ სპორტული ავტომობილები.
Subaru-მ გასულ წელს განაცხადა, რომ 2030 წლისთვის გაყიდვების 40%-ის შევსებას ელექტრომობილებით, მათ შორის ჰიბრიდული მოდელებით გეგმავს. კომპანია 2035 წლისთვის 100%-ით ელექტრომობილების გაყიდვაზე გადასვლას აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ჩიპების გლობალურმა კრიზისმა არც Subaru-ს აუარა გვერდი. ავტომწარმოებელმა გაყიდვებისა და მოგების პროგნოზი გასულ კვირას ნაწილების დეფიციტის გამო შეამცირა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შიჰო ტაკეზავა