LIVE

თუ ნავთობის ფასი $100-მდე ავა, საწვავი კიდევ 20 თეთრით გაძვირდება - "ბიოლი"

11 ნოე 202119:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 2174
თუ ნავთობის ფასი $100-მდე ავა, საწვავი კიდევ 20 თეთრით გაძვირდება - "ბიოლი"

საერთაშორისო ფასების ზრდის ფონზე, ქართული ბენზინგასამართი სადგურების წარმომადგენლების უმეტესობა საწვავის კიდევ უფრო გაძვირებას ელის.

როგორც "ბიზნეს ფორმულას" "ბიოლში" განუცხადეს, ბარელი ნავთობის ფასის $100-მდე ზრდის შემთხვევაში, საქართველოში საწვავის 20 თეთრით გაძვირებაა მოსალოდნელი. 

"მსოფლიოში ენერგეტიკული კრიზისია. არსებობს მოლოდინი რომ ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე ავა. ამ შემთხვევაში, ჩვენც ველოდებით საწვავის დაახლოებით 20 თეთრით გაძვირებას",- აცხადებს "ბიოილის" დამფუძნებელი რუსუდან რამაზაშვილი.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ფართოდ მოხმარებადი, რეგულარის ტიპის საწვავის საშუალო ფასი 3.15 ლარია. 

10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით, ლონდონის სანავთობო ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $82.64 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ნავთობის ფასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, Bank of America-ს ანალიტიკოსების განცხადებით, გლობალური ენერგეტიკული კრიზისი 2014 წლის შემდეგ პირველად, ნავთობის ფასის ბარელზე $100-მდე გაზრდას შეუწყობს ხელს.