LIVE

Google-მა მარეგულირებელთან $2,8 მილიარდიანი დავა წააგო

10 ნოე 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 664
Google-მა მარეგულირებელთან $2,8 მილიარდიანი დავა წააგო
Bloomberg

Google-მა $2,8 მილიარდიანი ანტიმონოპოლიური ჯარიმის სააპელაციო საჩივარი წააგო. კომპანია მარეგულირებელმა საყიდლების მცირე საძიებო სერვისებისთვის სავარაუდო ხელის შეშლის გამო დააჯარიმა. 

ლუქსემბურგში ევროკავშირის გენერალური სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, აშშ-ის საძიებო გიგანტმა კონკურენციის წესები დაარღვია და 2017 წელს ევროკომისიის მიერ დაწესებული ჯარიმა დაიმსახურა. საქმე პირველია ევროკავშირის სასამართლოს სამი დავიდან, რომლებიც Silicon Valley-ის გასაკონტროლებლად ევროკავშირის კამპანიის კურსს დაადგენენ.

მარეგულირებელი გადაწყვეტილებაში ძირითადად გამართლებულია. თუმცა, მოსამართლეებმა ასევე განაცხადეს, რომ Google-ის მხრიდან ბაზრისთვის ზიანის მიყენება მარეგულირებლებმა ვერ დაამტკიცეს, რაც ევროკავშირის მტკიცებას დარღვევის შესახებ უარყოფს.

Alphabet-ის შვილობილი კომპანია მთლიანობაში 8,2 მილიარდ ევროზე მეტით დაჯარიმდა. კომისია კვლავ იძიებს კომპანიის საეჭვო ქმედებებს ციფრული რეკლამის გარშემო.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება ასევე შეიძლება დაეხმაროს მცირე ფირმებს მოითხოვონ მილიონობით დოლარის ზარალის ანაზღაურება იმ მიზეზით, რომ Google-მა ზიანი მიაყენა მათ ბიზნესს. გადაწყვეტილებამ ასევე შეიძლება აიძულოს Amazon.com, Apple-ი და Facebook-ი, გადაიაზრონ რამდენად მძიმედ შეებრძოლებიან ევროკავშირს მიმდინარე გამოძიებებში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სტეფანი ბოდონი და აოფი უაითი