LIVE

კუკი: Apple Pay-ში კრიპტო ფუნქციის ჩართვა ახლო მომავალში არ იგეგმება

10 ნოე 202115:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 719
კუკი: Apple Pay-ში კრიპტო ფუნქციის ჩართვა ახლო მომავალში არ იგეგმება
Bloomberg

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ კომპანია კრიპტოვალუტის მახასიათებლებს განიხილავს. თუმცა, კუკს არ დაუკონკრეტებია რას შეიძლება გულისხმობდეს ეს.

კუკმა კომენტარი სამშაბათს The New York Times-ის DealBook კონფერენციაზე გააკეთა. Apple-ის დირექტორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას არ აქვს გეგმები Apple Pay-ში კრიპტო ფუნქციის ჩართვაზე, არის სხვა მახასიათებლები, რასაც ისინი განიხილავენ.

კუკმა ასევე გაამხილა, რომ ის პირადად ახორციელებს ინვესტიციას კრიპტოვალუტაში, მაგრამ აქტივში Apple-ის ფულის ინვესტირებას არ აპირებს. მისი თქმით, Apple-ს ასევე არ აქვს გეგმები ახლო მომავალში მიიღოს კრიპტოვალუტით გადახდები.

გადახდების სამყაროში, კრიპტოვალუტების მხარდაჭერის კუთხით, Apple-ის პოზიციას ზოგიერთი ჩამორჩენად განიხილავს. Square-ი, PayPal-ი და მისი პოპულარული Venmo სერვისი მხარს უჭერენ სხვადასხვა კრიპტო ფუნქციებს, ხოლო Amazon.com და EBay აცხადებენ მზადყოფნას კრიპტოვალუტის მომავალში მისაღებად. ასევე, მიმდინარე წლის დასაწყისში Tesla-მ მოკლე დროით მიიღო კრიპტოვალუტა, როგორც გადახდის მეთოდი კომპანიის პროდუქტებისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი