LIVE

ბრიტანეთმა Merck-ის Covid-19-ის სამკურნალო აბი დაამტკიცა

04 ნოე 202116:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 772
ბრიტანეთმა Merck-ის Covid-19-ის სამკურნალო აბი დაამტკიცა

ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც Merck-ის Covid-19-ის ანტივირუსული აბი დაამტკიცა. ქვეყნის წამლების მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ სამკურნალო საშუალება უსაფრთხო და ეფექტურია. 

გაერთიანებული სამეფოს მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ "მოლნუპირავირის" გამოყენების ნებართვა გასცა მხოლოდ იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პაციენტს აქვს მსუბუქი და ზომიერი კოვიდი და არსებობს დაავადების გართულების მინიმუმ ერთი რისკფაქტორი. 

კვლევის ფარგლებში, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck & Co-ის Covid-19 სამკურნალო მედიკამენტმა "მოლნუპირავირმა" ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკი 50-ით შეამცირა. 

ბორის ჯონსონის მთავრობა გამაძლიერებელ დოზებთან ერთად ანტივირუსულ მკურნალობაზე გეგმავს ფოკუსირებას, რათა ზამთრის მოახლოებასთან ერთად, იმუნიტეტის დონე გაძლიერდეს. დიდმა ბრიტანეთმა უკვე გამოაცხადა გარიგება Covid-ის სამკურნალო ორი ახალი კურსის უზრუნველსაყოფად, რაც Merck-ის პრეპარატის 480,000 კურსს და Pfizer-ის ს PF 07321332/ritonavir-ის 250,000 კურსს მოიცავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფრენკ კონელი